Wednesday, March 31, 2010

jglkfdjghfdjkhgfd

-ბიჭო , ასიანი ვიცი , რო ყველაფერი გამომივა.უარს ვერაფერზე მეტყვის. რომ მიყურებს დნება .(იცინის)

-კაი რაა,არ მგონია მაგდენის უფლება მოგცეს. თან მეგობარია,ბიჭო ტეხავს!

-რა ტეხავს,ბიჭო,ამდენი ხანია ვუყვარვარ და სურვილს ავისრულებ. აი ნახავ, დღესვე!-ცბიერად ჩაიღიმა, თვალი ჩაუკრა თავის თანამოსაუბრეს და სტვენა სტვენით გაუყვა თავის სახლისკენ მიმავალ გზას.

      ის ოთახში იჯდა , მაგიდაზე გადაშლილი გაურკვეველი სახის წიგნი ედო და სულელური გამომეტყველებით უყურებდა ნაირ ნაირ უშინაარსო სურათებს. ბოლოს მობეზრდა . გაიფიქრა მაგის დედაცო,წიგნი დახურა,საწოლზე გადაწვა და ჩაიძირა. მასზე ფიქრობდა.ხან საყვარლად აეწეოდა ტუჩის კუთხე , ხან კი კოპებს კრავდა და თავის თავზე თუ მასზე გაბრაზებული დიდხანს მისშტერებოდა კედელს .

უცებ ტელეფონმა დარეკა . მან დახედა, თვალები გაუბრწყინდა და მხიარული ხმით თქვა:-ალო.. კარგად შენ? არაფერს, შენ?.. დღეს კი, რაა რო? კი გამოვალ . რამდენ ხანში? კარგი,15 წუთში ხესთან .

-გათიშა.ლოგინიდან წამოხტა ჩაიცვა.მერე 5 წუთი მოიცადა,რომ ადრე არ მისულიყო და არ ჩაბანძებულიყო .

-დე წავედი -დაიყვირა და ხმაურით მოიხურა გასასვლელი კარი...  

გაგრძელება იქნება ....

No comments:

Post a Comment