Thursday, April 1, 2010

hdfljkdghfd გაგრძელება

ხესთან რომ მივიდა სამის თხუტმეტი წუთი იყო.

იგი ათი წთის წინ აქ უნდა ყოფილიტო,მაგრამ ჯერაც არ ჩანდა.რა უნდა ექნა?ჯიბიდან ჩუპა-ჩუპსი ამოიღო,ქვაზე დაჯდა და ... აი ისიც გამოჩნდა. თავდაჯერებული ნაბიჯებით მოაბიჯებდა. ტელეფონი ბოლო ხმაზე ფქონდა აწეული და რაღაც აშკარად უგემოვნო მუსიკას უსმენდა. მას არ უნდოდა აღელვება დატყობოდა და დროებითი ,, ნი ვიჯუ’’ ჩაურტყა . მოუახლოვდა , მან თავი აწია და ისე გაუღიმა, აი,ცოტა საყვედურიც და სიხარულიც იგრძნობოდა . ,, მას’’ აზრადაც არ მოსვლია დაგვიანებისთვის ბოდიში მოეხადა,ისე მიახალა შენთან სერიოზული საქმე მაქვსო.  პატარას მუცელი აუბუყბუყდა და სიხარულისგან ლამის იყვირა :- რა საქმე?

-ადე გავისეირნოთ!...

მეორე დღეს იგი გაგიჯებული მივარდა თავის მეგობარს და სულმოუთქმელად მოუყვა,როგორ აკოცეს ერთმანეთს. სანამ მისი მეგობარი ყბის ასფალტიდან აფხეკას ცდილობდა, იგი ომახიანად აცხადებდა უბნის ბირჟაზე  გუშინ მომხდარ ამბავს  და დროდადრო  სიტყვას წყვეტდა , რათა თავისი ძმაკაცების მოსწრებულ კომენტარებზე მუცლის ატკივებამდე ეცინა,მერე ისევ აგრძელებდა,თან ჯესტიკულაციას და მიმიკასაც არ იშურებდა , რაც უფრო ეფექტურს  ხდიდა მის გამოსვლას .

 ამ დროს პატარა სიხარულისგან მეცხრე ცას არტყავდა თავს და მის მეგობართან ერთად პარაშუტით მიწაზე დაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა ...

       რა საყვარლად დამთავრდა არა ? ...  ჰმ.. .

No comments:

Post a Comment