Tuesday, January 12, 2010

....

მინდა იმ შეგნებამდე მივიდე, რომ ჩემთვის ჯერჯერობით სწავლაა მნიშვნელოვანი და არა ასე ვთქვათ ,,ფლირტაობა’’… ვიცი , რომ მინდა გარეთ ხეტიალი , გართობა  ანუ ის რაც ჯერ ჩემთვის აკრძალული უნდა იყოს , მაგრამ რომც ვეცადო ამას წინააღმდეგობა  გავუწიო…მინდა.. მინდა , მაგრამ არ შემიძლია რაღაც მაკავებს ვერაგულად .რამდენი ადამიანი მყვარებია ან მომწონებია და შედეგი ყველაფერი სისულელე ყოფილა,ამაოდ ვიქმნიდი ილუზიებს , ამაოდ ვაგებდი ოცნების კოშკებს , ბოლოს ხომ მაინც იმსხვრეოდა ოცნების კოშკები …! სულ იმის ფიქრში ვარ , რომ ვიღაც დამცინის , არაფრად არ მაგდებს , მამცირებს . ალბათ დრო გავა და მივხვდები რა მინდა , რისი გულისთვის ვცხოვრობ , რისთვის ვიბრძვი ამ ცხოვრებაში, რატომ არის ამდენი სისასტიკე ადამიანებში .

ყველაზე მეტად მინდა გავიგო ვინ ვარ ?, რა მინდა?, რატომ ვცოცხლობ?... რატომ მიყვარს?..

No comments:

Post a Comment